"ამას არ ვიმსახურებდი ქალბატონო თეა" - ვალერი გელაშვილი თეა წულუკიანს
გმადლობთ ყურადღებისთვის ქალბატონო თეა, მაგრამ ამას მე არ ვიმსახურებდი. ეს არის ჩემი დაუმთავრებელი საქმეები - მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯარიმა არ მეკუთვნოდა! რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს? - ასე მიმართა ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს და მაგიდაზე ის საჩივრები დაუდო, რომელიც კომისიის სხდომაზე მიიტანა და ეხება მის სადავო საქმეებს.