loader

"მე მოვიგებ ამ ომს! თქვენ მე სასწაული ძალა და ენერგია გამომიგზავნეთ" - ხათუნა სამნიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე მოვიგებ ამ ომს! თქვენ მე სასწაული ძალა და ენერგია გამომიგზავნეთ" - ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. ის საოპერაციოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა.

"ხომ ყველამ ერთად მითხარით, გამოვაო ჰოდა, გამოვიდა!

ჩემო წარმოუდგენლად მაგარო ადამიანებო, თითოეულს უუუდიდესი მადლობა ყველაფრისთვის, ყოველი სიტყვისთვის და გზავნილისთვის, გამხნევებისთვის და გაძლიერებისთვის, სმს-ების წკარუნისთვის და სასწაულის მოხდენისთვის, რომ მივდივარ და ამ ბრძოლის მოგების ამბებსაც მალე გაგაგებინებთ.

მე მოვიგებ ამ ომს! თქვენ მე სასწაული ძალა და ენერგია გამომიგზავნეთ.

დაღლილი სახე მხოლოდ დილის 4 საათის ბრალია" - წერს ხათუნა სამნიძე.