loader

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა

გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­დაყ­ვა­ნი­ლი 46 წლის პა­ტი­მა­რი, იო­სებ გორ­გა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­ვო­კატ­მა მუხ­რან ღურწკა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, გორ­გა­ძე კლი­ნი­კა­ში გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სას­ტი­კად ნა­ცე­მი 30 იან­ვარს მო­ა­თავ­სეს.„წუ­ხელ, და­ახ­ლო­ე­ბით, 22:00 სა­ათ­ზე, ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა იმ და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­თაც ის გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით, 3 თვე იბ­რძო­ლა სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. გა­მო­ძი­ე­ბას დღემ­დე არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ და­უ­დია, ბრალ­დე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა და მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­სა, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­მა გამ­ძი­ებს სსკ-ის 118-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ვი­ნა­ი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი დად­გა, ახლა გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ღურწკა­ი­ას თქმით, პა­ცი­ენ­ტი ცი­ხე­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მეს და აწა­მეს. თუ ვისი მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დო­ბა, პა­ტიმ­რე­ბის, თუ იქ მო­მუ­შა­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ეს ად­ვო­კა­ტის­თვის უც­ნო­ბია.

ღურწკა­ი­ას თქმით, “გორ­გა­ძეს სა­ხის ძვლე­ბი ჰქონ­და და­ლე­წი­ლი“, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, პა­ტი­მარს სა­ხის არე­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 30-მდე მო­ტე­ხი­ლო­ბა და ასე­ვე ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა ჰქონ­და.