"აი, ნახეთ რას აკეთებს, რას ვასწავლით ბავშვებს? რომ მიდი, იგრიალე ოქრო, წესები არ არსებობს? - რა ხდება მეტეხის მიმდებარე ტერიტორიაზე?
"ეს მარტო ტურისტების "პრობლემა" არ არის!
ექსკურსიების პერიოდია და სკოლებს აქვთ პროგრამაში "ჩემი ქალაქი - ძველი თბილისი".
აი, მითხარით, როგორ ჩავატაროთ აქ ნორმალური ექსკურსია ბავშვებთან ერთად?
რას ვასწავლით ბავშვებს? რომ მიდი, იგრიალე ოქრო, წესები არ არსებობს?
სეზონი არ გავა, აქ და თამადასთან რამე უსიამოვნო ამბავი არ მოხდეს, შარშან ბავშვს დაეჯახა მანქანა უკუსვლით მეტეხის პლატოზე, იმის წინ გერმანელ ტურისტებს, იმის წინ თამადასთან, რომელიც ასევე უარეს პარკინგადაა გადაქცეული და სტაიანჩიკიც კი ჰყავთ.
არადა მანდ შლაგბაუმი იყო, მანდაც და ყველგანაც.ეს ნორმალურია?უსაფრთხოა?!" -წერს მოქალაქე Nutsa Upastan Tskimanauri და ვიდეოს ავრცელებს.