loader

"რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია" - რას წერს ნინო წილოსანი პარიზში აქციის დარბევაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია" - რას წერს ნინო წილოსანი პარიზში აქციის დარბევაზე?

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი პარიზში გამართულ დემონსტრაციებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში აქციის დარბევის კადრებს აქვეყნებს.

"ერთი ჩვეულებრივი დღე პარიზში... მივესალმებოდი ფრანგი სამართალდამცავების გადაწყვეტილებას დაეცვათ წესრიგი - რომ ვიცოდე, ადეკვატური და ობიექტური შეფასებები ექნებოდათ ჩვენს მიმართაც. თუმცა ის, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია

თან მოდით, ნუ შევადარებთ ხელფასების, საპენსიო რეფორმის გაუქმების მოთხოვნით გამოსულ პროფკავშირების აქციას და ხელისუფლების დამხობის მიზნით დაფინანსებულ რადიკალებს

ინფორმაციისთვის - პარიზის პოლიციის ცნობით, ხუთშაბათს, პირველი მაისის დემონსტრაციის დროს, საფრანგეთის დედაქალაქში 50-მდე ადამიანი დააკავეს," - წერს ნინო წილოსანი.