სოფი ლორენის ვაჟი სამთავროს მონასტერში მოინათლა და გაბრიელი დაერქვა - რა დეტალები ხდება ცნობილი კარლო პონტისა და მარიამ შარმანაშვილზე, რომლებიც ქორწილს საქართველოში გეგმავენ
"სამთავროს მონატერში, გუშინ მოინათლა სოფი ლორენის შვილი, ცნობილი დირიჟორი და დაერქვა სახელი გაბრიელი, ჩვენი წმ. ბერი გაბრიელის საპატივცემულოდ. ქორწილს აქ აპირებს და როგორც ითქვა, ქორწილში სოფი ლორენი ჩამოდის," - წერს გვერდი "საეკლესიო სიახლეები" და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, იტალიელი მსახიობის სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი ქართველ გოგონას, მარიამ შარმანაშვილს ხვდება. როგორც ირკვევა წყვილს მალე ქორწილი ექნება.