"პროტესტი არც 28 ნოემბერს და არც მანამდე არ დაწყებულა, პროტესტი დაიწყო მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი და სანდრო გირგვლიანი მოკლეს, რომელიც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო" - ანდრო ჭიჭინაძე
ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გვედავებიან, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მანაც და სხვა ბრალდებულებმაც საკუთარი სიტყვა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილისთვის მადლობის გადახდით დაიწყეს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც, დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა.