პუტინის "საიდუმლო ვაჟის" პირველი ფოტოები გავრცელდა, მათ შორის დედასთან ერთად გადაღებული - "მას სხვა ბავშვებთან კომუნიკაცია უჭირს"
ნარცისიზმის სინდრომით შეპყრობილი ლიდერი, რომლის სახელი დასავლური მედიისთვის ბოროტების სინონიმად იქცა.
რუსეთ-უკრაინის ომის ანტიგმირის ცხოვრების რომანტიზებით რუსული მედია დღემდე აქტიურადაა დაკავებული.თუმცა ჭორები უკანონო შვილებსა და მრავალრიცხოვან საყვარლებზე, მაინც არსებობს.
ოფიციალურად ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინს ორი ქალიშივილი ჰყავს, თუმცა ერთ-ერთი დასავლური მედია, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ალინა კაბაევას პუტინისგან სულ მცირე 4 შვილი ჰყავს.
ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვაჟი და ალინა კაბაევა არიან გამოსახული.
10 წლის ივან პუტინს "ყველაზე მარტოსულ ბავშვს" უწოდებს, რადგან მას სხვა ბავშვებთან კომუნიკაცია უჭირს და მთელ დროს მცველებთან, გუბერნატორებთან და მასწავლებლებთან ატარებს,უკრაინის ომის დასაწყისში პუტინმა მთელი ოჯახი შვეიცარიაში გაგზავნა. სადაც ისინი იზოლირებულად ცხოვრობენ.
შვილების იდენტიფიცირება და ზუსტი ინფორმაციის მოწოდება ძალიან რთულია, რადგან ამ დრომდე იმის დადასტურებაც შეუძლებელია არის თუ არა ალინა კაბაევა პუტინთან ოფიციალურ ქორწინებაში ან მეტიც რამდენი შვილი ჰყავს დიქტატორს.