"მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით იქნება გამოყენება შესაძლებელი" - თბილისის მერია მიმდინარე წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ ბავშვებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს
თბილისის მერია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში 2025 წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ პირებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.