loader

შეგიძლიათ გამოიცნოთ, რისგან არის დამზადებული წიგნი, რომელიც არა  მისი შინაარსის, არამედ  გარეკანის გამო,  მსოფლიო მედიის ფოკუსში მოექცა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეგიძლიათ გამოიცნოთ, რისგან არის დამზადებული წიგნი, რომელიც არა  მისი შინაარსის, არამედ  გარეკანის გამო,  მსოფლიო მედიის ფოკუსში მოექცა?

შეგიძლიათ გამოიცნოთ, რისგან არის დამზადებული წიგნი, რომელიც არა მისი შინაარსის, არამედ გარეკანის გამო, მსოფლიო მედიის ფოკუსში მოექცა?

დიდ ბრიტანეთში, სოფოლკის საგრაფოს მუზეუმის საცავში წლების განმავლობაში ინახებოდა მამაკაცის კანისგან შეკრული წიგნი. კანი გარდაცვლილი მკვლელს, უილიამ კორდერს ეკუთვნის, რომელიც 1828 წელს თავისი საყვარლის, მარია მარტენის მკვლელობისა გამო ჩამოახრჩვეს. წიგნშიც სწორედ ეს ამბავია გადმოცემული.

კორდერსა და მის მარტენს ფარული რომანი ჰქონდათ. გადმოცემის თანახმად მათ საერთო შვილის ჰყვდათ რომელიც დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. ტრაგედიის შემდეგ კორდერმა ქალს გაქრევა და დაქორწინება შესთავაზა.

მარია დათანხმა, თუმცა მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. მკვლელობის დასაფარად კორდერი ქალის ოჯახს თვები მანძილზე წერილებსაც კი უგზავნიდა. თუმცა მარიას დედინაცვალს გამუდმებით ესიზმრებოდა რომ მისი შვილი ადგილობრივ ღირსშესანიშნაობასთან ახლოს წითელ ბეღელში იყო დამარხული. გამოიძიება დაიწყო და მარიას ცხედარი სწორედ წითელ ბეღელში იპოვეს.

კორდერმა მკვლელობა აღიარა, და მას სიკვდილით დასჯაც მიუსაჯეს. როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ.

წიგნი 20 წლის წინ მუზეომს ერთ-ერთმა ოჯახმა გადასცა, თუმცა ის თაროზე დიდი ხნით დარჩა და მუზეომმა მისი შესწავლა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

1827 წელს საფოლკის შტატის ქალაქ პოლსტედში მომხდარმა მკვლელობამ შოკში ჩააგდო ბრიტანეთი და მას შემდეგ მრავალი ფილმის, წიგნისა და პიესის თემა გახდა.

არსებობს წიგნის მეორე ეგზემპლარი, რომელიც ასევე კორდერის ტყავისგან არის დამზადებული, და ახლა ორიგინალ წიგნთან ერთადაა გამოფენილი.