ვიდეოში ხალხის განწირული ხმები ისმის - სასტუმროში გაჩენილი ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია - შემთხვევა ინდოეთში მოხდა
ინდოეთში, ქალაქ კალკუტას ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა. ისინი სასტუმროს ფანჯრებიდან გადმოხტნენ, რათა ცეცხლისგან თავი ეხსნათ. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, მაშველებმა რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომლებიც სასტუმროს სახურავზე იმყოფებოდნენ.
სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. მათივე ცნობით, გარდაცვლილებს შორის ორი ბავშვია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
ვიდეო: Being Kantanu