"მე, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ამაყი ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს" - მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენო გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ძალა, სიმტკიცე და გამარჯვება, - ამის შესახებ მიხელ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები პროგრესულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ვითარდება.