"გაუსაძლისი ტკივილი ხარ..." - ტრაგედია გარდაბანში: 27 წლის კაცი სეფსისით დაიღუპა
ტრაგედია მოხდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, სოფელ თელეთში 27 წლის თორნიკე ახვლედიანი სეფსისით გარდაიცვალა.
"გლოვობს თელეთი. გარდაიცვალა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე თორნიკე ახვლედიანი.
უზომოდ მზრუნველი, მოსიყვარულე და საამაყო ბიჭი, საიმედო ადამიანი. რამხელა ტკივილი ხარ...
თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ყველანი თავს დაგენაცვლენ, ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს - სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს" - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა კაცს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.