ვრცელდება უმძიმესი ვიდეოკადრები ე.წ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიიდან, სადაც ძლიერი ხანძარია
თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი “ბორჯომის ვაგზლის”ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვიდეო: "ჩემი ქალაქი მკლავს"