loader

"ერთ-ერთმა ისიც მითხრა, 2000 წლიდან ვმუშაობ პროკურატურაშიო. ანუ, შევარდნაძეც მოილიეთ, სააკაშვილიც და ახლა აქ ხართ-მეთქი? კი და ამათაც მოვილევ მერე და ამათ შემდეგ ვინც იქნება იმათაცო" - რას წერს 6 თვის ორსული მარიამ ბაჯელიძე, რომლის სახლში პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ-ერთმა ისიც მითხრა, 2000 წლიდან ვმუშაობ პროკურატურაშიო. ანუ, შევარდნაძეც მოილიეთ, სააკაშვილიც და ახლა აქ ხართ-მეთქი? კი და ამათაც მოვილევ მერე და ამათ შემდეგ ვინც იქნება იმათაცო" - რას წერს 6 თვის ორსული მარიამ ბაჯელიძე, რომლის სახლში პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს

დღეს, პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს 6 თვის ორსულ მარიამ ბაჯელიძის სახლში, რომელიც მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მარიამი სოციალურ ქსელში წერს:

„ამ პოსტს მადლობით დავიწყებ, უმდიდრესი ადამიანი ვარ, იმდენი თქვენგანის მხარდაჭერა მივიღე, ასეთ დროს 1 თბილ სიტყვასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მადლობა ყველას ამისთვის. 4 გვარი სულ მემახსოვრება: ფუტკარაძე, დიღმელაშვილი, ვახანია და გეგეჭკორი. უკანონო დავალების შემსრულებლები. დილიდან სახლიდან ვითომ საქმიანად გამოსულები - სხვისი შვილის და ოჯახის ასაწიოკებლად. მემახსოვრება ელის გადაფითრებული სახე, თვალის დახამხამებაც რომ არ უნდოდა, რამე რომ არ გამორჩენოდა. მემახსოვრება გარდაცვლილი ბებიაჩემის სამედიცინო საბუთებში მქექავი ხელები. ქალი გამომძიებლის მუქი შინდისფერი ფრჩხილები. მუცელში გაუჩერებლად მოძრავი ბავშვი. ეს წიგნი, რომლის ილუსტრაციასაც ვურთავ პოსტს, ელიმ 2 დღის წინ მაყიდინა. ერთ-ერთმა გამომძიებელმა თვალი მოკრა და სხვებს ეუბნება, შეხედე, ჩვენზეა ესო. ნამდვილად ასე იყო. რა უნდოდათ ჩვენს სატკბილეთში დაუპატიჟებელ სტუმრებს?ერთ-ერთმა ისიც მითხრა, 2000 წლიდან ვმუშაობ პროკურატურაშიო. ანუ, შევარდნაძეც მოილიეთ, სააკაშვილიც და ახლა აქ ხართ-მეთქი? კი და ამათაც მოვილევ მერე და ამათ შემდეგ ვინც იქნება იმათაცო. სხვათაშორის, ჩხრეკის ბოლოს, იმავემ “იხუმრა” ყველა ფურცელზე რატომ მაწერინებთ ხელს, სულ რომ არ იყოს ჩემი ხელმოწერა, რა, მაგას ვიტყვი რომ ჩემი არ არისო? მაგას რომ ამბობდეთ, ამდენ მთავრობას კი ვერ გამოიცვლიდით-მეთქი. დანარჩენი ზუკა ბერძენიშვილმა დაწერა იდეალურად, გეგუს სახლში ჩხრეკა რომ იყო და ის ჩემს სახლთან იდგა, მარტო ეგ ამბავიც გამაძლიერებს ცხოვრების ბოლომდე. სოლიდარობა რეჟიმისგან ჩაგრულ ყველა ადამიანს. სოლიდარობა სინდისის პატიმრებს“- წერს მარიამ ბაჯელიძე სოციალურ ქსელში

494581661-24286435850959270-8695497284910588535-n-1-1745952715.jpg