"ლუკაშენკო შურით თუ მოკვდება ამაღამ, თორემ სხვა დღეს აწი რაღა უნდა მოხდეს?" - რას წერს ნიკა გვარამია
ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:
"რა დიდებული დღე იყო: დილის 4 საათზე დაიჭირეს მეპროტესტე მეშახტეები. დილის 8 საათზე “ჩხრეკაზე” შეუვარდნენ ფეხმძიმე და მცირეწლოვან ბავშთან ერთად მყოფ მარიამ ბაჯელიძეს. დილის 9-ზე შეუვარდნენ “ჩხრეკაზე” ნანუკა ჟორჟოლიანს, რატომ ეხმარები გაჭირვებულებსო. დილის 9-ზე ავტობუსიდან ჩამოსვეს და სახლში “ჩხრეკაზე” ააბრუნეს უფლებადამცველი ალეკო ცქიტიშვილი. მიზეზი იხ. ნანუკას პუნქტში. დილის 9-ზე შეუვარდნენ ორივე დარჩენილი დახმარების ფონდის დამფუძნებელს, ისევ “ჩხრეკაზე” და ისევ იმავე მიზეზით. დილის 10 საათზე გაგვაგებინეს, რომ პატრიოტ კაცს, მედროშე ქათამაძეს საქართველოდან ადეპორტებენ. საღამოს 7 საათზე ნიკა მელიას წულუკიანის ანტიკონსტიტუციურ კომისიაზე არმისვლის გამო 50.000 ლარი გირაო შეუფარდეს და ამ ყველაფერს 24 საათიც არ დასჭირდა.
ps ლუკაშენკო შურით თუ მოკვდება ამაღამ, თორემ სხვა დღეს აწი რაღა უნდა მოხდეს?"