"გამთენიას მეგობრების ზარების წიოკით და შემზარავი ვიდეო კადრებით გავიღვიძე, სადაც ოთახის კუთხეში ლოგინზე აყუდებული ჩემი ორსული ცოლი ცდილობს, სახლში შემოვარდნილ ზნეგამოცლილ პირუტყვ პოლიციელთა ბანდას გაუმკლავდეს და თან რამენაირად საბნის ქვეშ გაშეშებულ 7 წლის შვილზე იზრუნოს" - რას წერს მარიამ ბაჯელიძის მეუღლე
პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც მივიდნენ. ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქტივისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვიდეოდან ირკვევა, რომ პროკურატურის თანამშრომლები აქტივისტის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ. მარიამ ბაჯელაძე 6 თვის ორსულია, რომელიც სახლში 7 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ.
მომხდარ ამბავზე, მარიამ ბაჯელაძის მეუღლე, ტატო გეთია სოციალურ ქსელში წერს:
"ჩემი ცოლი არის 6 თვის ორსული, მე ჩემდასაუბედუროდ ლისაბონში საქმეზე და ჯერ კიდევ აეროპორტში ძლივს ნაშოვნ ფრენას ველოდები. გუშინ ღამე ამ კომუნიკაციით დავიშალეთ. გამთენიას მეგობრების ზარების წიოკით და შემზარავი ვიდეო კადრებით გავიღვიძე, სადაც ოთახის კუთხეში ლოგინზე აყუდებული ცდილობს თან სახლში შემოვარდნილ ზნეგამოცლილ პირუტყვ პოლიციელთა ბანდას გაუმკლავდეს და თან რამენაირად საბნის ქვეშ გაშეშებულ 7 წლის შვილზე იზრუნოს. ხოდა აი ამის მომფიქრებელ, დამგეგმავ, შემსრულებლებიანა, თქვენი სულ ყველას ოჯახები მოვ***ან მე. ასევე აქ ირგვლივ კიდევ პირში წყალჩაგუბებულ კონფორმისტ ვითომ პატრიოტებს მინდა გითხრათ, ეს ქვეყანა კი გადარჩება მაგრამ ვინც ახლა ისევ სიმართლის და ხალხის მხარეს არ დგას, მათ ვეღარასოდეს გერქმევათ ქართველები, არც რუსთაველია თქვენი წინაპარი, არც 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გეკუთვნით და საერთოდ არც არაფერი ეროვნული, ფიქციაა თქვენი ყოფა და ყველა სადღეგრძელო,რამდენიც არ უნდა აფრიალოთ პაპრაზდნიკამ ეგ დროშა და ხვიჩას გოლები."