"როგორც ირმა ინაშვილი იტყოდა, ყველა დაგიმახსოვრეთ..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
"ჩემო საყვარელო, ძალიან ძვირფასო ადამიანებო.მიყვარხართ თქვენი სოლიდარობის გამო! როგორც ირმა ინაშვილი იტყოდა, ყველა დაგიმახსოვრეთ... ამ ყველაფრის მიზანი მხოლოდ დაშინებაა. ჩვენი პასუხია, არც ერთი ნაბიჯი უკან. ქველმოქმედება არ გაჩერდება! პატიმრების დახმარება არ გაჩერდება! ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება!ლობიანების დარიგებაც კი, არ გაჩერდება," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს და მის სახლში ჩატარებულ ჩრეკას ეხმაურება.