სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
შესაძლოა, რეჟიმმა შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს ჩვენს სიმტკიცეს მხოლოდ გააძლიერებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს დილით, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული დარბევა ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ განსხვავებული აზრი ჩაახშოს და დემოკრატიული ხმები გააჩუმოს. შესაძლოა, რეჟიმმა შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს ჩვენს სიმტკიცეს მხოლოდ გააძლიერებს. ხალხი არ გაჩუმდება!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
ცნობისთვის, პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად დღეს რამდენიმე ფონდის დამფუძნებლის საცხოვრებელ სახლებში შევიდნენ. სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლი. ასევე, უწყების წარმომადგენლებმა აქტივისტების - მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს.