"როგორ მტკივა გული, როგორ არ დაახალე ტყვია შუბლში..." - რას წერენ ამერიკაში ქართველების მიერ მოკლული ალექსანდრე მოდებაძის ახლობლები სოციალურ ქსელში?
ლოს-ანჟელესში, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძე მოკლეს.
მკვლელობაში 3 ქართველი არის (38 წლის პაატა ყოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკ ხუციშვილი) ეჭვმიტანილი.
პოლიციამ 26 აპრილს ვუდლენდ ჰილზში მომხდარი მკვლელობის შემდეგ სამივე მათგანი დააკავა და თითოეულ მათგანს 2 მილიონი დოლარის გირაო შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ალექსანდრე მოდებაძის სახლში შეიჭრნენ, მსხვერპლი სასიკვდილოდ სცემეს, შემდეგ გაძარცვეს და გაიქცნენ.
"ძალიან ბევრი შემიძლია შენზე ვილაპარაკო, მთელმა ჩემმა ცხოვრებამ ერთ წუთში გაირბინა ეს ამბავი, რომ გავიგე. ძალიან გვიყვარხარ და ყოველთვის გვემახსოვრები იქ შენი მაგარი მშობლები და ბიჭები გელოდებიან. მადლობა ყველაფრისთვის...
ჩუნჩო, სალვადორის ციხიდან სამივეს ტრუპი მალე გაგვეგოს...
R.I.P. "ჩუნჩო"... როგორ მტკივა გული, როგორ არ დაახაალე ტყვია შუბლში, როგორ ენდე? როგორ? რატომ?
როგორ მეტკინე გულში ალეკო. როგორ შეიძლებოდა ვინმეს გაემეტებინე შენ.. .ყველას ტკივილი გტკიოდა და გულთან მიგქონდა. ყველას გვერდში ედექი და ხელგაშლილი ეხმარებოდი ქართველებს, მაგრამ ისევ მოძმემ გაგიმეტა... ეს როგორ შეიძლებოდა.. ალეკო, მე სანამ ცოცხალი ვიქნები, არასოდეს დამავიწყდება შენი ადამიანობა, შენი სიტყვები ახლაც ჩამესმის ყურში... როგორ მიხაროდა, ასეთი რეალური და ზღვა სიკეთით სავსე ადამიანი რომ გაგიცანი. შენ ნამდვილი კაცური კაცი იყავი და ასეთი კაცური სახელით იცოცხლებ ყველას გულში - წერენ მოკლულის ახლობლები სოციალურ ქსელში.