ამერიკაში, ქართველებმა ქართველი მოკლეს - "ბრალდებულები ალექსანდრე მოდებაძის სახლში შეიჭრნენ, მსხვერპლი სასიკვდილოდ სცემეს, შემდეგ გაძარცვეს და გაიქცნენ"
ლოს-ანჟელესში, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძე მოკლეს.
მკვლელობაში 3 ქართველი არის (38 წლის პაატა ყოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკ ხუციშვილი) ეჭვმიტანილი.
პოლიციამ 26 აპრილს ვუდლენდ ჰილზში მომხდარი მკვლელობის შემდეგ სამივე მათგანი დააკავა და თითოეულ მათგანს 2 მილიონი დოლარის გირაო შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ალექსანდრე მოდებაძის სახლში შეიჭრნენ, მსხვერპლი სასიკვდილოდ სცემეს, შემდეგ გაძარცვეს და გაიქცნენ.