რა გახდა ცნობილი მსახიობის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი
ცნობილ მსახიობს და "ტიკ-ტოკერს", თამუნა მდივანს ვაჟი გარდაეცვალა.
გარდაცვლილი ბიჭის ნათლია წერს, რომ გიო ნასვამი იყო, ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.
"არ არსებობს ამაზე მეტი ტკივილი, რასაც სიკვდილი ჰქვია, არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვა, რომ მის დედას და მამას უთხრა,მეწვის მთელი სხეული სიმწრისგან. მართალია, ცუდი ნათლია ვიყავი, მაგრამ მისი ნათლია ვიყავი. ვერაფერით ვერ დავიტრაბახებ, როგორც ნათლია, გარდა იმისა, რომ სულ ჩემს შვილებთან ერთად, ყველა ჩემს ნათლულებს ვიხსენიებ, უფალს მათთვის წყალობას ვთხოვ. გიორგისთვის მეტს ვერაფერს ვაკეთებდი.
მე და თამუნა ერთად ვიყავით ორსულად ის გიოზე, - მე ბუბუზე. ერთი დღე არ გადიოდა უერთმანეთოდ, მერე სულ ერთად ვასეირნებდით ვაკის პარკში , კუსტბაზე, ერთ პედიატრთად დაგვყავდა, ერთ მენიუს უდგენდით, ერთად ჩამოგვქონდა მათთვის 5 თვის რომ იყვნენ შავი ხიზილალა ბაქოდან, კვების ექიმმა მათ მენიუში დაგვინიშნა, სასარგებლოაო. ღმერთო, შეხვედრამდე კარგო ბიჭო.
ამბობენ, ნათლია და ნათლული იმიერში ერთმანეთს ხვდებიანო. როგორც შენი დედიკო გეუბნეოდა, ყველა სახლიდან გასვლისას “ ღვთის მშობელს ებარებოდე”,- წერს გიოს ნათლია, მაკო რატიანი.