ado.slave('adoceanadvertlinegezdhtljqjof', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });
00:00 / 00:00
Autoplay
ado.slave('adoceanadvertlinegeweojpwjoya', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

შსს ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს - თბილისში პოლიციამ 4 პირი დააკავა

10:10 / 29-04-2025

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული გ.ს., 2002 წელს დაბადებული გ.ს, 1999 წელს დაბადებული ნ.კ. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1963 წელს დაბადებული რ.გ.

დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ალფა-პვპ", „ბუპრენორფინი", „კლეფედრონი", „მეთადონი" „ამფეტამინი“, „მეტამფეტამინი“ და „მდმა".ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პაკეტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს." აღნიშნულია განცხადებაში.

ახლა კითხულობენ

ბოლო სიახლეები

პოპულარული

ado.slave('adoceanadvertlinegetffqcudtev', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

შსს ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს - თბილისში პოლიციამ 4 პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა