loader

"სერ­გომ ჯერ ის და­ცხრი­ლა და მერე და­თოც ზედ მი­ა­ყო­ლა" - გორში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები, რომელსაც მამა-შვილი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სერ­გომ ჯერ ის და­ცხრი­ლა და მერე და­თოც ზედ მი­ა­ყო­ლა" - გორში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები, რომელსაც მამა-შვილი ემსხვერპლა

გორ­ში, კერ­ძოდ, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "გა­ლე­რე­ა­ში“ დღეს, 28 აპ­რილს, სრო­ლის შე­დე­გად ორი მა­მა­კა­ცი - მამა შვი­ლი მოკ­ლეს. შვი­ლი გი­ორ­გი ცა­ცი­აშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მამა კლი­ნი­კა "გო­რი­მედ­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა,

ექი­მე­ბის ცნო­ბით, დაჭ­რი­ლი და­ვით ცა­ცი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა გულ­მკერ­დი­სა და მუც­ლის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბით ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით.ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს, ასე­ვე გორ­ში ცხოვ­რობს, სერ­გო ახალ­კა­ცია.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე აღ­ძრუ­ლია 19-109 მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ორი ან მეტი პი­რის მი­მართ.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გო­რის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "გა­ლე­რე­ას“ თა­ნამ­შრო­მე­ლი დე­ტა­ლებს გვიყ­ვე­ბა. "ცა­ცი­აშ­ვი­ლებს და სერ­გო ახალ­კაცს "გა­ლე­რე­ა­ში“ გვერ­დიგ­ვერდ ჰქონ­დათ ფეხ­საც­მე­ლე­ბის მა­ღა­ზია. მათ შო­რის უთან­ხმო­ე­ბა ბიზ­ნესს ეხე­ბო­და, კერ­ძოდ, გუ­შინ ლი­ლო­ში ახალ­კაც­სა და დათო ცა­ცი­აშ­ვილს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, მო­ტი­ვი კი ერ­თნა­ი­რი სა­ქონ­ლის შე­ძე­ნა იყო - ახალ­კაცს უჩხუ­ბია, გა­სა­ყი­დად ჩემ­ნა­ი­რი ბო­ტა­სე­ბი რა­ტომ აიღე ლი­ლო­შიო.

გუ­შინ­დე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა დღეს დი­ლას გაგ­რძელ­და გორ­ში, ახალ­კა­ცი "მა­კა­რო­ვით“ მი­უ­ვარ­და და­თოს და საქ­მეს ურ­ჩევ­და. საქ­მე­ში შვი­ლიც - გიო ჩა­ე­რია, სერ­გომ ჯერ ის და­ცხრი­ლა და მერე და­თოც ზედ მი­ა­ყო­ლა. მკვლე­ლი ად­გი­ლი­დან კი გა­იქ­ცა, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. გიო ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მძი­მედ დაჭ­რი­ლი დათო კი "გორ­მედ­ში“, - გვე­უბ­ნე­ბა თა­ნამ­შრო­მე­ლი.