"ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახისგან (EPP) მივიღე მოწვევა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე" - რას წერს მიხეილ საააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიწვევა მიიღო.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, კონგრესი 29-30 აპრილს ვალენსიაში გაიმართება.
„ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახისგან (EPP) მივიღე მოწვევა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, რომელიც იმართება 29-30 აპრილს, ვალენსიაში.
მიუხედავად ჩემი პოლიტიკური პატიმრობისა, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ჩემი ხმის გაჩუმებას. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს დელეგაციას!
მალე ერთად გავათავისუფლებთ საქართველოს!“, - წერს სააკაშვილი.