loader

"ჩვენი მიზანია 64 მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნები, რიგით მე-10 არჩევნებში "ქართული ოცნება" მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას - ოპონენტები დამარცხებისთვის არიან განწირულები" - მამუკა მდინარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი მიზანია 64 მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნები, რიგით მე-10 არჩევნებში "ქართული ოცნება" მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას - ოპონენტები დამარცხებისთვის არიან განწირულები" - მამუკა მდინარაძე

უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისათვის, პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ “ქართული ოცნება” მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას - ჩვენი ოპონენტები დამარცხებისათვის არიან განწირულები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მისი პარტიის განცხადებული მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მოგება და დამაჯერებელი გამარჯვება, ხოლო "აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ".

“ერთ-ერთი საინტერესო საკითხი არის თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები. მომდევნო დღეებში ნამდვილად არა, მაგრამ უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისათვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები როგორც მერის, ასევე, საკრებულოს არჩევნებზეა საუბარი და გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც, როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მზადებას და პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ რიგით მე-10 არჩევნებში “ქართული ოცნება” მოიპოვებს მე-10 დამაჯერებელ გამარჯვებას.

ჯერ კიდევ არის დრო და ჩვენი ოპონენტები (ოპონენტებად თუ იწოდებიან) არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი დამარცხებისათვის არიან განწირულები, რადგან საქართველოში აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.