"ქვეყანაში შექმნილი მძიმე გარემო ასე ცდილობს გაანადგუროს თავისი აქტიური ახალგაზრდები" - რას წერს თინა ხიდაშელი
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი ტელეკომპანია "მთავარი არხის" დახურვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ძალიან მტკივნეულია ახალგაზრდა და ძალიან, ძალიან მოტივირებული ჟურნალისტების პოსტების ნახვა. ქვეყანაში შექმნილი მძიმე გარემო ასე ცდილობს გაანადგუროს თავისი აქტიური ახალგაზრდები. დიდი იმედი მაქვს ფარხმალს არ დაყრით და მიუხედავად დიდი იმედგაცრუებისა და ტკივილისა, რომელსაც დღეს განიცდით, კვლავაც სამშობლოს ჯარისკაცებად დარჩებით! მაშინ როცა მზია ციხეშია, რეჟიმი ცდილობს ქვეყანა დიდი ჯურღმულში ჩააგდოს და ყველა თავისუფლად მოაზროვნეს სასუნთქი სივრცე წაართვას, მჯერა თქვენს ხმას ისევ გავიგებთ ეკრანებიდან და ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად!"