"მეშინია! მაგრამ ბოლომდე მივყვები! გთხოვთ, არ მიმატოვოთ! გაახმაურეთ ეს ამბავი!" - მიხეილ ხუბუტიას ყოფილი მეგობარი ქალი სასტიკი ცემის შემდეგ გადაღებულ შემზარავ კადრებს აქვეყნებს, სადაც სისხლშია მოსვრილი
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი, მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ექს-მინისტრი მიხეილ ხუბუტია, ღამით შეიჭრა თავისი ყოფილი რჩეულის, იულია ვანის სახლში და სასტიკად სცემა იგი.
ამჟამად იულია საავადმყოფოში იმყოფება. გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად, აპირებს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ 58 წლის ექს-ჩინოვნიკი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. პირველ რიგში, ვანს სურს ტრაგედია მაქსიმალურად საჯარო გახდეს."მეშინია! მაგრამ ბოლომდე მივყვები! გთხოვთ, არ მიმატოვოთ! გაახმაურეთ ეს ამბავი! მთელი ქვეყანა ჩემთანაა. გმადლობთ მხარდაჭერისთვის“, - დაწერა დაზარალებულმა პირად ბლოგზე.
ყოფილი წყვილს საერთო ქალიშვილი ჰყავთ. საბედისწერო ღამეს გოგონას მეზობელ ოთახში ეძინა.