loader

"დღეს ბოლო იმედიც ჩაქრა... გული ძალიან მწყდება, რომ ამ ყველაფერს ამ ფორმით იგებს ყველა" - რას წერს "მთავარი არხის" წამყვანი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ბოლო იმედიც ჩაქრა... გული ძალიან მწყდება, რომ ამ ყველაფერს ამ ფორმით იგებს ყველა" - რას წერს "მთავარი არხის" წამყვანი?

"ჩემი და "მთავარი არხის" თანაცხოვრება დასრულებულია" - ამის შესახებ წამყვანი თათია წოწონავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გული ძალიან წყდება, რომ ამ ყველაფერს ამ ფორმით იგებს ყველა.

"მთავარი არხი" ჯერ შიდა საცდელ მაუწყებლობაზე იყო, როცა "მთავარის" მიკროფონით ნინო სამყურაშვილი და მე პირველ გადაღებაზე გავედით. უჩვეულო შეგრძნება იყო. "რუსთავი 2"-დან წამოსვლის შემდეგ თავიდან უნდა დაგვემტკიცებინა ყველაფერი.

ახლა, 6 წლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველაზე მაგარი არხი შევქმენით! ჩვენ, თითოეულმა თანამშრომელმა,რომელმაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ მთავარისთვის

დღეს ბოლო იმედიც ჩაქრა.

ჩემი და "მთავარი არხის" თანაცხოვრება დასრულებულია და გული ძალიან მწყდება, რომ ამ ყველაფერს ამ ფორმით იგებს ყველა" - წერს თათია წოწონავა.