"პირადად ვიცნობ, არ მინდა მან პირად წყენაში აღიქვას, მაგრამ..." - რას ამბობს ვიქტორ ყიფიანი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე?
არსებობს ვერსია, რომ ირაკლი კობახიძის ქვეშ ხდება სისტემის გადაწყობა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამის დაჯერება ძალიან მიჭირს, რადგან ბოლო წლების განმავლობაში მართვის მანკიერი სისტემა ისეა აგებული, არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყოს, რომ ჩამოშორდეს, ჩამოსცილდეს ან აბსოლუტურად განზე გადგეს, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიიდან წავიდოდა თუ არ წავიდოდა, „ამას არსებითი მნიშვნელობა, ალბათ, არ ჰქონდა”.