loader

დაიღუპა სამი ადამიანი - რუსებმა კონსტანტინოვკას მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაიღუპა სამი ადამიანი - რუსებმა კონსტანტინოვკას მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკას კერძო სექტორში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოყარეს, რის შედეგადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ოთხი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პროკურატურასა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 47 და 48 წლის წყვილმა და 78 წლის მოქალაქემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს.

ამასთან, დაზიანდა 21 სახლი და ავტომობილი.