ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია
ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ფინალში მან აზერბაიჯანელი კოცოიევი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში ოთხი მედალი მოიპოვა. ოქროს მედალს გიორგი სარდალაშვილი დაეუფლა, ვერცხლის პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ხოლო კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მიიღო ტატო გრიგალაშვილმა.