მუხიანში კაცს თავის არეში დაზიანებები მიაყენეს - რა ხდება ცნობილი მომხდარის შესახებ?
მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - "ტვ პირველის" ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს ეზოში დახვდნენ.
მეზობლები ჰყვებიან, რომ გაიგეს ხმა, როგორ ითხოვდა დახმარებას კაცი, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
დაზარალებული კაცი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ის ამბობს, რომ დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო.
ვიდეო: Tv პირველი