loader

"რატომ არ გისკდებათ მიწა ფეხქვეშ სირცხვილისა და დარდისგან? მედიებში რომ მიდიხართ, რა ჯანდაბაზე ლაპარაკობთ, უფრო სულის შემძვრელზე?" - ვრცელდება უმძიმესი კადრები შენობიდან, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რატომ არ გისკდებათ მიწა ფეხქვეშ სირცხვილისა და დარდისგან? მედიებში რომ მიდიხართ, რა ჯანდაბაზე ლაპარაკობთ, უფრო სულის შემძვრელზე?" - ვრცელდება უმძიმესი კადრები შენობიდან, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ

"ეს ვიდეო გადაღებულია 2025 წლის 24 აპრილს.

ეს ზუგდიდში არსებული ყოფილი რეფერალური საავადმყოფოს შენობაა, სადაც დღემდე აფხაზეთიდან დევნილები არიან კომპაქტურად ჩასახლებული.

ამ შენობაში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს: ქალები, ბავშვები, მოზარდები, მოხუცები, ომის ვეტერანები.

ამ შენობას სამხარაულის ექსპერტიზით დადასტურებული ავარიულობის სტატუსი აქვს. თუმცა მისი ავარიულობის 'ხარისხი' არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ აქ მცხოვრები დევნილი ოჯახები უპირობოდ გამოეყვანათ აქედან და განესახლებინათ. ამიტომ, ისინი ბუნდოვან და ყველასთვის გაუგებარ ქულათა სისტემაზე არიან დამოკიდებულები, რომ ნორმალური, ადამიანური საცხოვრისი ეღირსოთ.

ახლა თქვენ მითხარით, რაის ვინ ვის შეხვდა, ვინ ვის ხელი ჩამოართვა, ლეგიტიმაცია ხუარ მიცააა? რაის ვიზალიბერალიზაცია, ევროპული მომავალი და პროდასავლური კურსი?

რატომ არ ზიხართ ყოველ დღე ოპო პოლიტიკოსები ამ ჩასახლებებში, რატომ არ გისკდებათ მიწა ფეხქვეშ და არ ჩაგიტანთ სირცხვილისა და დარდისგან? რა ჯანდაბას აკეთებთ უკეთესს? მედიებში რომ მიდიხართ, რა ჯანდაბაზე ლაპარაკობთ უფრო სულისშემძვრელზე, ვიდრე ესაა?

ასევე, რაის მშვიდობაა, ომი არაა? რაის აბა ნაცები იყო კაი? რაის სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა?

ამის დამნახველს და ამ ხალხთან გამომლაპარაკებელს ამ სახელმწიფოს ამოყირავების და თავით მიწაში ჩასობის გარდა რა სურვილი უნდა გაგიჩნდეს?

ომის გამო იძულებით დევნილ ადამიანებს რომ 32 წელი ამაში აცხოვრებ, სახელმწიფო როგორ უნდა გერქვას საერთოდ? ბავშვები რომ ამაში იზრდებიან, ომში ამ ქვეყნის დამცველები რომ ამაში კვდებიან, საერთოდ პრეტენზია როგორ უნდა გქონდეს რამე ტიპის სახელმწიფოობაზე?

არ ვიცი ხალხო. მე მხოლოდ ერთი რამე ვიცი: ან ეს ქვეყანა თხემით ტერფამდე, სისტემურად ამოიცვლება და ადამიანის ღირსება და მისი ღირსეული ცხოვრების უფლება გახდება უპირატესი, ან გინდ ვყოფილვართ და გინდ არა.

თუკი რაიმე ცვლილება მოვა და ის დევნილებს რეალისტურად, პრაქტიკულად და ცხად პოლიტიკურ დისკურსში არ მოიაზრებს, ის ცვლილება არ იქნება. ეს ზუსტად ვიცი." - წერს მოქალაქე, ვენერო მელუა სოციალურ ქსელში და ვიდეოს ავრცელებს.