როგორ გამოიყურება პაპ ფრანცისკეს საფლავი - ვრცელდება ფოტოები რომში მდებარე სანტა მარია მაჯორეს ეკლესიიდან
რომში მდებარე სანტა მარია მაჯორეს ეკლესიიდან, პაპ ფრანცისკეს საფლავის ფოტოები გავრცელდა.
ქვის საფლავზე გამოსახულია ერთი თეთრი ვარდი. საფლავის ზემოთ კი განათებული ჯვარცმის ჯვარია.
შეგახსენებთ, რომის პაპი 88 წლის ასაკში ორშაბათს გარდაიცვალა. ის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გუშინ დაკრძალეს. დაკრძალვამდე, წმინდა პეტრეს მოედანზე რამდენიმე საათიანი პანაშვიდი ჩატარდა. პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებლად წმინდა პეტრეს მოედანსა და რომის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.