loader

ავტომობილი ხალხში შევარდა - დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულებიც - შემთხვევა ქუჩის ფესტივალზე, კანადის ქალაქ ვანკუვერში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომობილი ხალხში შევარდა - დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულებიც - შემთხვევა ქუჩის ფესტივალზე, კანადის ქალაქ ვანკუვერში მოხდა

კანადის ქალაქ ვანკუვერში ქუჩის ფესტივალზე ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBС-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

„რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა მას შემდეგ, რაც მძღოლი ფესტივალზე ხალხში შევარდა. ის დაკავებულია“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ვიდეო: Lovin Malta