"ბრწყინვალე იყო ილია, ყოჩაღ!" - ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან - 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მეოთხედფინალში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არმან ადამიანს აჯობა. ოქროს მედლისთვის სულამანიძის მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იქნება.
ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ისევე როგორც ილია სულამანიძე (-100 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ხვალ საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე იასპარეზებს.