loader

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა

სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტად და­ვით კა­ჭა­რა­ვა აირ­ჩი­ეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რაგ­ბის კავ­ში­რი ავ­რცე­ლებს.

ამა­ვე ცნო­ბით, კა­ჭა­რა­ვა აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 58-დან 57 ხმით აირ­ჩი­ეს. მისი კან­დი­და­ტუ­რა სრკ-ს ოც­და­ცა­მეტ­მა ნამ­დვილ­მა წევ­რმა წა­რად­გი­ნა."აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მან იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე ჩა­ა­ნაც­ვლა, რო­მელ­საც ქარ­თულ რაგ­ბი­ში 4-წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ქონ­და. 2021 წლი­დან დღემ­დე, იო­სებ ტყე­მა­ლა­ძის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი­სა თუ ინო­ვა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ფორ­მა­ცი­ის ნაკ­რებ­მა არ­ნა­ხუ­ლი პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­და. ასე­ვე, გაღ­რმავ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რო­გორც მსოფ­ლიო რაგბ­თან, ასე­ვე ექ­ვსი ერი­სა და რაგ­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მმარ­თველ ორ­გა­ნო­ებ­თან. ახლა კი ამ საქ­მეს და­ვით კა­ჭა­რა­ვა გა­უ­ძღვე­ბა.

40 წლის და­ვით კა­ჭა­რა­ვამ მო­თა­მა­შის კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვა. მისი სა­ნაკ­რე­ბო დე­ბი­უ­ტი 2006 წელს შედ­გა და ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის კვარ­თით ყვე­ლა­ზე მეტი - 122 კეპი აქვს მოხ­ვე­ჭი­ლი, გა­ტა­ნი­ლი ლე­ლო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით კი გუნ­დის ის­ტო­რი­ა­ში მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს (25 ლელო). კა­ჭა­რა­ვა 4 მსოფ­ლიო თა­სის მო­ნა­წი­ლეა (2007, 2011, 2015 და 2019), რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი კი 11-ჯერ მო­ი­გო.

მო­თა­მა­შის კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ის რაგბ­ში დარ­ჩა და უკა­ნას­კნე­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს იკა­ვებ­და.

ახალ პო­ზი­ცი­ა­ზე კა­ჭა­რა­ვას საქ­მი­ა­ნო­ბა სრკ-ის სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას მო­ი­ცავს. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მისი ხედ­ვე­ბი მო­ი­ცავს, მათ შო­რის, ახალ­გაზ­რდუ­ლი რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და სამ­წვრთნე­ლო რე­სურ­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რი მად­ლო­ბას უხ­დის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მხა­რეს და წარ­მა­ტე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უსურ­ვებს არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს“ ,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.