რატომ მოექცა დონალდ ტრამპი ყურადღების ცენტრში და რის გამო აკრიტიკებენ პრეზიდენტს?
ვატიკანის შეფასებით, პაპთან გამოსამშვიდობებლად შაბათს არანაკლებ 200 ათასი ადამიანი მივიდა. შეკრებილთა შორის არიან სხვადასხვა სტატუსის ადამიანები, ასევე მრავალი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, იტალიის პრემიერ მინისტრი, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი.
პაპის დაკრძალვას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მელანია, როგორც ყოველთვის, გამორჩეულად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის პირველი ლედი დღეს დაბადების დღეს აღნიშნავს - ის 55 წლის გახდა.
ტრამპის ჩაცმულობა ყურადღების ცენტრში მოექცა. პრეზინეტს დრესკოდის დარღვევაში ადანაშაულებენ.