რატომ სცემეს დედამ და ბებიამ 8 წლის ბავშვი სასტიკად; საქმის ახალი დეტალები - "ბავშვს ჯოხი ჩაურტყამს მამლისთვის და მოუკლავს"
წალენჯიხის ერთ- ერთ სოფელში ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადა და არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია სამართალდამცავებმა უკვე გაავრცელეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი - 1981 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1955 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და “დ”ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. განაგრძეთ კითხვა