loader

რას ამბობენ შსს-ში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ოჯახში 7 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ შსს-ში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ოჯახში 7 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში ოჯახში შვიდი წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.