loader

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, საიდანაც 2361 რუსეთის მოქალაქეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, საიდანაც 2361 რუსეთის მოქალაქეა

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, 1592 კი შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა შორის პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქემ მიიღო. მეორე ადგილზეა გერმანია, რომლის 251 მოქალაქე გახდა საქართველოს მოქალაქე, შემდეგ კი არის უკრაინა, რომლის 175 მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, კონფიდენციალურია მონაცემები ირანისა და ისლამური რესპუბლიკის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

რაც შეეხება მონაცემებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ შეუწყდათ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობა, ამ შემთხვევაშიც, რუსეთის ფედერაცია ლიდერობს. 2024 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამო, სტატუსი საქართველოს 802 მოქალაქეს შეუწყდა. შემდეგ ადგილზეა საბერძნეთი, რომლის მოქალაქეც საქართველოს 200 მოქალაქე გახდა.