"ის ცულით მოვიდა და მცემა... სულ სისხლში ვარ, ხელები სულ დაჭრილი მაქვს, ფეხები სულ დაჩეხილი..." - მიხეილ ხუბუტიამ მოსკოვში ყოფილი მეგობარი ქალი დაჭრა: ვრცელდება დაჭრილი ქალის ვიდეო
უკვე რამდენიმე საათია, რუსული მედიის წამყვანი საინფორმაციო არხები, მოსკოვის ოლქის ყოფილი ვაჭრობის მინისტრის, ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შესახებ წერენ. გავრცელებული ინფორმაციით, მან სასტიკად სცემა თავისი ყოფილი შეყვარებული იულია ვანი.
დაახლოებით 11 საათზე ხუბუტია იულია ვანის სახლში შეიჭრა, რომელიც მდებარეობს ოდინცოვოს რაიონის სოფელ ტრეხგორკაში და თავს დაესხა მას. ამ დროს მეზობელ ოთახში პატარა გოგონას, დაზარალებულისა და ექს-მინისტრის საერთო ქალიშვილი, ეძინა.ცემისა და ყვირილის გაგების შემდეგ, ბავშვის ძიძამ სახლში პოლიცია გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვანი მძიმე მდგომარეობაში, თითქმის უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ქალი, კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც აქამდე რჩება.
დღეს დილით გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ვანი თავად ჰყვება მომხდარის შესახებ.
"მან მცემა. სულ სისხლში ვარ. მიშა… მიხეილ ხუბუტია. ის ცულით მოვიდა და მცემა. ხელები სულ დაჭრილი მაქვს, ფეხები სულ დაჩეხილი...“ - ვიდეოში დაზარალებული გაჭირვებით საუბრობს და სისხლიან სხეულის ნაწილებს აჩვენებს.