loader

ვრცელდება ახალი კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ უკიდია ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ვაგონს ცეცხლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ახალი კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ უკიდია ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ვაგონს ცეცხლი

ხაშურთან სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„გომი აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო: მედიაპლატფორმა ''გურია''