loader

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით?

ვფიქრობ, რომ ეს ის მომენტია, როდესაც მადლობა უნდა გადავუხადოთ მას იმ საქმიანობისთვის, რომელიც ქვეყნის წინაშე გასწია - დარწმუნებული ვარ, რომ ის, როგორც ამ შემთხვევაში, არაპოლიტიკოსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომ განვითარებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, „იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირი წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში“, ირაკლი ღარიბაშვილმა კი მკაცრი, პირდაპირი პოზიცია დაიჭირა, რაც საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაში განმსაზღვრელი იყო.