loader

"რამდენჯერმე ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე არც ერთხელ, მასთან შეუთავსებლობა გქონდათ?" - რა უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რამდენჯერმე ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე არც ერთხელ, მასთან შეუთავსებლობა გქონდათ?" - რა უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს

ესეც ჩვეულებრივი სპეკულაციებია. ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ლიდერია. ჩემს განცხადებაში არ ჩავთვალე მიზანშეწონილად, რომ ჩამომეთვალა ყველა ის ლიდერი, რომელიც ჩვენი გუნდის საპატიო ლიდერი და თანამებრძოლია. შესაბამისად, მე მინდა კიდევ ერთხელ, მოგიწოდოთ, რომ ნუ ეძებთ რაღაც სპეკულაციებს და აქ არავითარი საფუძველი არ არსებობს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, ჰქონდა თუ არა შეუთავსებლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და რატომ არ ახსენა ის განცხადებაში, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი არის ძალიან დიდი, რომელიც შეკრა და ჩამოაყალიბა პარტიის დამფუძნებელმა“.

TOP.GE