loader

"გვატყუებენ..." - ხატია დეკანოიძე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვატყუებენ..." - ხატია დეკანოიძე განცხადებას ავრცელებს

ხატია დეკანოიძე ნარკოდანაშაულებსა და ორგანიზებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"ქოცები გვატყუებენ, რომ ნარკოდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულს ებრძვიან..

საგარეო პოლიტიკური გამოწვევების გარდა:

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გეოპოლიტიკაში ნარკოტრაფიკის ტრანსნაციონალური მარშრუტები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ შემდეგნაირად ნაწილდება:

1. ბალკანური მარშრუტი: ავღანეთი-ირანი-ბალკანეთის ქვეყნები.

2. ჩრდილოეთის მარშრუტი: ავღანეთი-ცენტრალური აზიის ქვეყნები-რუსეთი-ბელორუსი - ევროპის ქვეყნები;

3. სამხრეთის მარშრუტი: ინდოეთის ოკეანიდან აფრიკის ქვეყნებიდან (კენია, ტანზანია, მოზამბიკი);

4. კავკასიის მარშრუტი: ავღანეთი-სამხრეთ კავკასია-შავი ზღვა-ევროპის ქვეყნები.

არის კიდევ სინთეტიკური ნარკოტრეფიკის მარშრუტი, რომელიც ევროპაში ძირითადად სამხრეთ აზიიდან ვრცელდება.

ავღანეთი ოპიუმის უდიდეს წილს აწარმოებს, რომელიც გადამუშავების შემდეგ სხვადასხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებებში ვრცელდება. ბოლო დროს გაიზარდა მეტამფეტამინის წარმოება, რომელშიც ადგილობრივ მცენარე ეფედრას გაზრდილ წარმოებას იყენებენ.

ამ ვითარებაში, როცა საქართველოს ისედაც ნარკოტრაფიკის სერიოზული პრობლემა აქვს, რამდენად მიზანშეწონილია უვიზო რეჟიმი იმ ქვეყნებთან, სადაც ორგანიზებული დანაშაულის ზრდის სერიოზული საფრთხეა." - წერს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სპეკულაციას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ცვლილებების მიზანს განმარტავს და აღნიშნავს, რომ მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება.