loader

"შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები... ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები" - ინტერვიუ ელენე ეპიტაშვილთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები... ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები" - ინტერვიუ ელენე ეპიტაშვილთან

გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ ელენე ეპიტაშვილმა ჟურნალ "სითი"-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც პირად ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა.

იხილეთ ინტერვიუდან ამონარიდი:

- რა შეცვალა ენის გამოჩენამ თქვენს ცხოვრებაში?

- ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა.

- ელენე, მზად იყავი სახალხო ყურადღებისთვის, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ამ დღის შემდეგ?

- როდესაც ასეთ ყურადღებას იღებ, ცხოვრების ბევრი ასპექტი იცვლება. განსაკუთრებით, ყოველდღიურობა და პირადი სივრცე. მეტი პასუხისმგებლობა გაჩნდა რადგან ვიცი, რომ ბევრი ადამიანი გვადევნებს თვალს.თუმცა, რა თქმა უნდა, ვაფასებთ ხალხისგან წამოსულ სითბოს და ყურადღებას.

- ესპანეთიდან, (ვალენსიიდან) მიდიხართ ბრიტანეთში, ლივერპულში, რომელიც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა – როგორ ემზადები ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპისთვის?

- ბევრი მეუბნება – ალბათ რთულია ასე ხშირად იცვლიდე საცხოვრებელს და ყველაფერს თავიდან ეგუებოდეო, მაგრამ მე, პირადად, არ მიყვარს დიდი ხნით კომფორტის ზონაში ყოფნა და მივესალმები სიახლეებს. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმას, რაც გიორგის კარიერისთვის უკეთესი იქნება.

- ელენე, ძალიან ემოციური იყო შენი პოსტი "ინსტაგრამზე", გიორგი გაამხნევე. როგორ გადალახეთ ეს პერიოდი? ვიცი, რომ ეს ერთად გადასალახი იქნებოდა.

⁃ შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები. მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები. უბრალოდ, ხალხს შევახსენე, რომ აქამდე გიორგიმ ბევრი რამ გააკეთა, არაერთი საამაყო მომენტი ჰქონდა და მარცხის შემთხვევაში, ყველაზე სწორი იქნებოდა მისი გამხნევება.

- ელენე, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ფეხბურთზე. რა მიზნები გქონდა შენ, ვიდრე გამოჩნდებოდა ფეხბურთელი – გიორგი მამარდაშვილი?

-16 წლიდან ვიყავი სამოდელო სფეროში. ბოლო პერიოდში არაერთი შემოთავაზება მქონდა საზღვარგარეთიდან. მახსოვს მაგ დროს ძალიან დაძაბული ვიყავი, არჩევანს ვერ ვაკეთებდი. 22 წლის ვიყავი და ვფიქრობდი -რომ წავსულიყავი, თითქმის არაფრისთვის მექნებოდა დრო, ყველას და ყველაფერს მოვწყდებოდი.ბოლოს ისე დაემთხვა,რომ გიორგიმ ხელი მთხოვა და ვალენსიაში მომიწია წამოსვლა. თუმცა, ახლაც მაქვს შემოთავაზებები და გადაღებები. ჩემთვის ეს საყვარელი საქმეა და სანამ დრო და ასაკი შემიწყობს ხელს, გავაგრძელებ.