loader

ხათუნა სამნიძე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, მიმართვას ავრცელებს - "ოპერაციის თარიღი ჩაინიშნა, ოპერაციის საფასურის მხოლოდ მესამედი დამრჩა შესავსები... ეს უდიდესი შვებაა ჩემთვის და ვიცი, ბოლომდე შეივსება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხათუნა სამნიძე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, მიმართვას ავრცელებს - "ოპერაციის თარიღი ჩაინიშნა, ოპერაციის საფასურის მხოლოდ მესამედი დამრჩა შესავსები... ეს უდიდესი შვებაა ჩემთვის და ვიცი, ბოლომდე შეივსება"

ხათუნა სამნიძე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, ოპერაციისთვის თანხის მესამედი დარჩა შესავსები.

"მთელი აღდგომის ღამე და თითოეული დღე დღემდე სმს-ების წკარუნში და უდიდესი მადლიერებით და სასწაულების იმედით გავატარე და ეს თქვენ გააკეთეთ, თითოეულმა, ვინც დრო დახარჯეთ და სიყვარული გამომიგზავნეთ, ჩამირიცხეთ და მომწერეთ, გამამხნევეთ და შემაქეთ… მადლობა, ძალიან, ძალიან ბევრი მადლობა, უღრმესი მადლობა, მეგობრებს, ნათესავებს, ნაცნობებს, უცნობებს, ყველას, ვინც ჩემს ამბებს თვალს ადევნებთ დაუჯერებელია, რამდენი ადამიანი დამეხმარეთ, რამდენი უცნობი ადამიანი დაიხარჯეთ და მგულშემატკივრობთ, თურმე.. როგორ არ უნდა მოვიგო მე ეს ომი?!

ოპერაციის თარიღი ჩაინიშნა. ღმერთს მადლობა, ოპერაციის კრიტერიუმებს შეესაბამება ჩემი მდგომარეობა. ჩემმა სასწაულმოქმედმა და დაუღალავმა პროფესორმა გერმანიაში გიორგი გრიგოლიამ (ჩემი მეგობრები კარგად იცნობთ უკვე) და ჩემმა სუპერგმირმა მკურნალმა ონკოლოგმა დირკ ჰემპელმა ეს შესაძლებელი გახადეს და კიდევ ერთხელ უნდა გავიმარჯვო მათთან ერთად!

თითოეული თქვენგანის დახმარებით, ოპერაციის საფასურის მხოლოდ მესამედი დამრჩა შესავსები. ეს უდიდესი შვებაა ჩემთვის და ვიცი, ბოლომდე შეივსება და მაისის პირველ კვირაში აეროპორტიდან მოგწერთ კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯზე - რომ ვიწყებთ - და გაგახარებთ.

მადლობა...

ჩემი ანგარიშია "თიბისი ბანკში":

#GE52TB7129045068100001

ჩემი შვილის (სალომე დიასამიძე) "საქართველოს ბანკში":

#GE46BG0000000545865833

და ჩემი ძმა pay pal:

@IrakliSamnidze" - წერს ხათუნა სამნიძე.