loader

"ვიცი როგორ უჭირთ ჩვენი პარტიის წევრებს, ვინაიდან სწორედ მათზე გადადის დიქტატურის მხრიდან მთავარი წნეხი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიცი როგორ უჭირთ ჩვენი პარტიის წევრებს, ვინაიდან სწორედ მათზე გადადის დიქტატურის მხრიდან მთავარი წნეხი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდეტნტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოებში ბოიკოტის რეჟიმშია, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის იმაში, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ოლიგარქიული დიქტატურის კორუფციის საჯარო მხილება ადგილებზე.ჩვენმა წევრებმა საკრებულოებში არაერთხელ აჩვენეს პირადი გმირობა და თავდადება და მე ამას განსაკუთრებით ვაფასებ. ასევე დღესაც, ჩვენ ვჩანვართ ყველაზე პრინციპულ ძალად. გუშინდელ პოსტზე გამოხმაურებების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიუხედავად რეპრესიებისა, დიქტატურას არ გამოუვა ხელის ფათური საქართველოს ყველა დროის ყველაზე გაუტეხელი პარტიის შიდა საქმეებში. მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით.ვიცი როგორ უჭირთ ჩვენი პარტიის წევრებს, ვინაიდან სწორედ მათზე გადადის დიქტატურის მხრიდან მთავარი წნეხი, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება საქართველოს და თითოეული თქვენგანის სასიკეთოდ!"